მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TBC FTSE 350-ის იმ კომპანიებს შორის მოხვდა, რომლებსაც ბორდში ქალი წევრი არ ჰყავთ

5b34eeefa67e7
ლევან თაღიაშვილი
28.06.18 17:54
801

ბრიტანეთის საფონდო ბირჟამ იმ 350 ტოპ კომპანიის სია გამოაქვეყნა, რომლებსაც 2020 წლისთვის ევალებათ, რომ ბორდში ქალების 40%-იანი კვოტა შეავსონ. სიის მიხედვით FTSE 100 კომპანიაში ქალები ბორდის 29% შეადგენდნენ, რაც 12.5%-იანი ზრდაა 2011 წლის შემდეგ, მომდევნო მიზანი ამ კომპანიებისთვის კი 33% იქნება 2022 წლისთვის. ასევე გამოქვეყნდა იმ 10 კომპანიის ,,სია'', რომლებსაც ბორდში ქალი საერთოდ არ ჰყავთ, სწორედ ამ სიაში მოხვდა TBC Bank. ამ კომპანიების სიაში მოხვდნენ : Mike Ashley’s Sports Direct, Stobart Group, Baillie Gifford Japan Trust, Daejan Holdings, Herald Investment Trust, IntegraFin Holdings, JP Morgan Japanese Investment Trust, On The Beach Group, TBC Bank და Ti Fluid Systems.

ამ კომპანიების მიზანი უახლოესი 2 წლის განმავლობაში ქალების ბორდში რაოდენობის 33%-მდე გაზრდა იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები