მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TBC Group-მა OLX Uzbekistan-ის საკონტროლო პაკეტი შეიძინა;

TBC Bank Group-მა უზბეკეთის კონკურენციის კომიტეტისგან ნებართვის მიღების შემდეგ, OLX Uzbekistan-ის საკონტროლო პაკეტის შეძენის გარიგება ოფიციალურად დაასრულა. ქართული წარმოშობის ფინანსურმა ჯგუფმა საერთაშორისო საინვესტიციო ჰოლდინგ Titan Investments-თან ერთად ერთობლივი საწარმო დააფუძნა, რომელმაც ონლაინ-განცხადებების პლატფორმის 100%-იანი წილი შეიძინა.

ახალი სტრუქტურის ფარგლებში TBC Bank Group-ი 50%-ს პლიუს ერთ აქციას ფლობს, ხოლო დარჩენილ წილს Titan Investments-ი აკონტროლებს. როგორც ირკვევა, ტრანზაქციის დასრულების შემდეგ პლატფორმა დამოუკიდებლად, OLX Uzbekistan-ის ბრენდით ფუნქციონირებას გააგრძელებს. ამასთან, TBC Uzbekistan-ი სისტემაში ფინანსური და საგადახდო სერვისების ინტეგრირებას გეგმავს, რაც მომხმარებელთა ჩართულობას გაზრდის და პლატფორმის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები