მამუკა ბახტაძის განცხადებით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის სრული გამიჯვნა უნდა მოხდეს BTC ბანკის საქმისგან და ანაკლიის პორტის პროექტისგან. ბახტაძის შეფასებით, TBC ბანკისა და ეროვნული ბანკის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადება ამ მიმართულებით გადადგმულ მნიშველოვან ნაბიჯს წარმოადგენდა. პრემიერი ამბობს, რომ ეს სამი საკითხი ერთმანეთისგან განცალკევებულად უნდა განიხილებოდეს.
"მე მაქვს განცდა, რომ აუცილებლად, მათ შორის საინფორმაციო ველში, უნდა მოხდეს განცალკევება, თიბისის საქმიანობის, რომელიც არის ძალიან ძლიერი და მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტი და ეროვნულმა ბანკმა და თიბისი ბანკმა ერთობლივი განცხადებით მე ვფიქრობ, რომ ქმედითი ნაბიჯი გადადგეს ამ მიმართულებით. მეორე - განცალკევება ანაკლიის პორტის პროექტის, რომელიც არის ასეთი სტრატეგიული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ეკონომიკისთვის, მესამე, ეს არის ცალკე არსებული საქმე რომელზეც ბუნებრივია არსებობს საჯარო ინტერესი, პროკურატურა იქნება თუ ნებისმიერი სხვა საგამოძიებო ორგანო ინტენსიურ რეჟიმში უნდა ახდენდეს მოქალაქეების ინფორმირებას ამის შესახებ. ეს არის სამი სხვადასხვა საკითხი და მათი აღრევა შეიძლება ემსახურებოდეს მხოლოდ ერთ მიზანს, რომ არ იქნას გაცემული კონკრეტული შეკითხვებზე პასუხი. თუმცა ეს, გინდა შინაარსობრივი თვალსაზრისით, გინდა ეკონომიკური მოდელის თვალსაზრისით არის სამი სხვადასახვა საკითხი,"- ამბობს ბახტაძე.

























