მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TBC-ის აქციების ღირებულება დღეს მთელი 8.4%-ით გაიზარდა

5c6ec597186ae
შოთა ტყეშელაშვილი
21.02.19 19:33
1617
ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC ბანკის ჯგუფის აქციების ღირებულება დღეს მთელი 8.4%-ით გაიზარდა, შედეგად ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია 67 მილიონი გირვანქა სტერლინგით გაიზარდა. ამ დროისთვის ბანკის ერთი აქციის ღირებულება 13.96 გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

TBC ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლების განცხადებასთან ერთად, 2018 წლის ფინანსური ანგარიშგებაც გამოაქვეყნა. 2018 წელს ბანკის წმინდა მოგება მთელი 23%-ით, 454.9 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

TBC-ის აქციების ღირებულება ერთ თვეზე მეტია ეცემა. ამ პერიოდის განმავლობაში, ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია 200 მილიონით შემცირდა, აქციების ღირებულება კი ბოლო ორი წლის მინიმუმამდე დაეცა. ვარდნის მიზეზი, მიმდინარე გამოძიებას, ფულის გათეთრების ბრალდებას, მილიონიანი ჯარიმას, ხელმოწერის უფლების შეჩერებასა და გადაყენების მოთხოვნას უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები