მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TBC-ის ახალი აქციონერი ჰყავს, ბანკის მშობელი კომპანიის 5%-იანი წილი Allan Gray Investment-მა შეიძინა

615305d2100d7
შოთა ტყეშელაშვილი
28.09.21 21:20
983
სს “თიბისი ბანკის” მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი მეორე კვარტლის ფინანსური ანგარიშგების თანახმად, ბანკის 5.32%-იან წილს Allan Gray Investment Management-ი ფლობს. პირველი კვარტლის ფინანსურ ანგარიშგებაში აღნიშნული კომპანია არ ფიგურირებდა, შესაბამისად, ის ბანკის მშობელ კომპანიაში TBC PLC-ში აქციების 5%-იანი წილის მფლობელი მეორე კვარტლის განმავლობაში გახდა.

Allan Gray Investment Management-ი სამხრეთ აფრიკული საინვესტიციო ჰოლდინგია, რომელიც აფრიკის გარდა დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიასა და აშშ-ში საქმიანობს.

ამჟამად “თიბისი ბანკის” აქციათა 5%-ზე მეტის მფლობელები არიან:

დამფუძნებლები - 14.59%, მათ შორის მამუკა ხაზარაძე 8.6%; ბადრი ჯაფარიძე 6%;
Dunross & Co. - 7.41%-იანი წილი;
Allan Gray Investment Management - 5.32%-იანი წილი;
European Bank for Reconstruction and Development - 5.05%-იანი წილი.

ამჟამად, ბანკის აქციების ღირებულება 13.56 გირვანქა სტერლინგია, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 749 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები