თიბისიმ ბიზნესის მხარდაჭერის პროექტში ბიზნესდაჯილდოება 2023-ის ფინალისტი კომპანიები გამოავლინა. ფინალისტები 5 ნომინაციაში 400-ზე მეტი კომპანიიდან შეირჩა, რომლებიც წლევანდელ დაჯილდოებაში მონაწილეობდნენ. ბიზნესდაჯილდოება თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის პროექტია, რომელიც უკვე მეშვიდედ იმართება და მასში მონაწილეობა 3000-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო.
დღეს გაგაცნობთ ბიზნესდაჯილდოება 2023-ის 2 ფინალისტს. სერიალი ცვალებადი ნიშნები, რომელიც ფინალისტად წარდგენილია ნომინაციაში საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის და Signify, რომელიც წარდგენილია ნომინაციაზე საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის.
სტუმრები: ზვიად წოწკოლაური - Signify-ის აღმასრულებელი დირექტორი;
გვანცა გარმელია - "ცვალებადი ნიშნების" კრეატიული პროდიუსერი