TBC Bank-მა 70 მილიონი დოლარის სესხი მოიზიდა Deutsche Investions-ისგან. ბანკის განცხადებით, ეს თანხა საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას მოხმარდება.
"ჩვენ ძალიან გვეამაყება DEG-თან გრძელვადიანი პარტნიორობა. წარმატებული 20 წლიანი თანამშრომლობის პერიოდში DEG-ისგან რამდენიმე ტიპის სესხი, ტექნიკური დახმარება და სხვადასხვა სახის ინვესტიცია მივიღეთ. ეს ტრანზაქცია იმოქმედებს ორივე მხარეზე იმისთვის, რომ გავაგრძელოთ თანამშრომლობა, ასევე მრავალწლიანი გამოცდილება და პროდუქტიული პარტნიორობა", - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
,,ჩვენ თიბისი ბანკთან ორი ათწლეულია რაც ვთანამშრომლობთ და ჯერ კიდევ გაოცებული ვართ მენეჯმენტის პროფესიონალიზმით. მათი სწრაფი ადაპტირების თვისება გარემოსთან საშუალებას გვაძლევს მცირე და საშუალო ბიზნესის კლიენტებს გაცილებით უკეთესად მოვემსახუროთ'' - აღნიშნა პეტრა კოტემ, DEG-ის ხელმძღვანელმა.