მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TBC PLC დივიდენდების გადასახდელად ემზადება - რა თანხას მიიღებენ აქციონერები?

643e654b7c545
შოთა ტყეშელაშვილი
18.04.23 14:14
643
TBC PLC-იმ, რომელიც ქართული თიბისი ბანკის მფლობელია, ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2022 წლის სრული წლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშს თან ახლავს ინფორმაცია დივიდენდების განაწილების შესახებაც.

გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბანკის მიერ გაცემული 2022 წლის მთლიანი დივიდენდი ერთ აქციაზე 5.45 ლარი იქნება, აქედან 2.5 ლარი შუალედური დივიდენდის სახით, 2022 წლის 14 ოქტომბერს ბანკმა აქციონერებზე უკვე გასცა.

საბოლოო დივიდენდის მოცულობა კი ერთ აქციაზე 2.95 ლარი იქნება და მისი გადახდა 2023 წლის 14 ივნისს არის დაგეგმილი.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, საბოლოო დივიდენდის გასაცემად, ბანკს აქციონერების თანხმობა ესაჭიროება.

ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის წმინდა მოგებამ 1 მილიარდი ლარი შეადგინა. 

TBC PLC-ის უმსხვილესი აქციონერების ჩამონათვალი ასეთია:

• დამფუძნებლები (მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე) -  16.04%;
• Dunross & Co. - 6.58%;
• Allan Gray Investment Management - 5.66%;
• BlackRock - 3.99%
• Vanguard Group - 3.91%;
• Fidelity International - 3.88%
• JPMorgan Asset Management - 3.86%
• EBRD -  3.54% 1,936,406

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები