თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის ბრალდებებზე საპასუხო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბანკი რეპუტაციის შელახვისთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს. „ვაგროვებთ საბუთებს და ვისაც მოეთხოვება სასამართლოში შევიტანთ“-განაცახდა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
ბრიფინგის დასრულების შემდეგ იგივე დაადასტურა ბანკის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ეკა ეგუტიამ. მისი თქმით, გასაჩივრებისთვის თიბისის 90 დღიანი ვადა აქვს. ბანკი ამ ეტაპზე ინფორმაციის შეგროვების პროცესშია და ჯერჯერობით უცნობია როდის შევა სასამართლოში თიბისის სარჩელი ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ.