მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TBC: სიცრუეა, რომ არასამუშაო საათებში მოხდა ტრანზაქცია

5bb326a1f1bd5
BM.GE
02.10.18 12:04
917
TBC ბანკი ზაზა ოქუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. როგორც ბანკში განმარტავენ, მათი ყველა მსხვილი ფილიალი საღამოს 8 საათამდე მუშაობს, შესაბამისად ოქუაშვილის მიერ დასახელებული ტრანზაქცია სამუშაო საათებში შესრულდა.

„სიცრუეა, რომ არასამუშაო საათებში მოხდა ტრანზაქცია. თიბისი ბანკის ფილიალები მუშაობენ ყოველ სამუშაო დღეს საღამოს 8 საათამდე, შესაბამისად ამ პერიოდში ტრანზაქცია არის შესაძლებელი და ექვემდებარება მომსახურებას. შეგიძლიათ გაანაღდოთ თანხა 8 საათამდე. არავითარ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ვერ გავამჟღავნებ დეტალებს ამ კონკრეტული ტრანზაქციაზე, რადგან ეს კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს, თუმცა ტრანზაქციებისას დაცულია ყველა ნორმა, რომელსაც ექვემდებარება კომერციული ბანკები.

არავითარი ზეწოლა არ ყოფილა, ეს იყო ჩვეულებრივი ტრანზაქცია, როგორიც ბანკში ყოველდღე ხორციელდება“, - ამბობს ბანკის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

რაც შეეხება, ოქუაშვილის განცხადებას, რომ თითქოს კომპანია, რომელმაც ტრანზაქცია განახორციელა ოფშორშია რეგისტრირებული, TBC-სი ამ ფაქტს უარყოფენ და ამბობენ, რომ კომპანია საქართველოში რეგისტრირებული შპს იყო.

„ეს კომპანია არის ქართული შპს-ს. მეტ დეტალს ვერ გავაჟღერებ. ჩვენ ანგარიშებს არ ვხსნით ისე, რომ სადამფუძნებლო დოკუმენტაცია არ იყოს შესწავლილი“, - განმარტავენ თიბისიში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები