TBC ბანკი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და მომხმარებელს ბოდიშს უხდის ციფრული ბანკის ხარვეზებით მუშაობისთვის.
მათი განმარტებით მიზეზი,მასშტაბური ტრანსფორმაციაა, რაც უკვე ბოლო ეტაპზეა.
"მიმდინარე მასშტაბური განახლების გამო, ციფრული ბანკი ხარვეზებით მუშაობს, რისთვისაც დიდ ბოდიშს გიხდით. შეფერხება რამდენიმე საათის განმავლობაში ეტაპობრივად გასწორდება და დაგიბრუნდებით.
ციფრული ბანკი ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ბოლო ეტაპზეა, რაც სერვისის გაუმჯობესებას და თქვენთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნას ემსახურება.
კიდევ ერთხელ, ძალიან ვწუხვართ შექმნილი დისკომფორტისთვის და გპირდებით, შეფერხებები აღარ გვექნება", - წერია TBC ბანკის განცხადებაში.