ინტეგრირებული საბანკო პროგრამული უზრუნველყოფის გლობალური პროვაიდერის Capital Banking Solutions-ის განცხადებით, TBC-ის საბანკო ჯგუფის პირველი ციფრული ბანკი უზბეკეთში, საბანკო ოპერაციების Capital Banking Solutions-თან თანამშრომლობით განახორციელებს, კერძოდ CapitalBanker-ით და CapitalConnect-ით.
TBC-ის საქმიანობა უზბეკეთის საბანკო სექტორში ხელს უწყობს ფინანსური მომსახურების სექტორის და მთლიანობაში ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. პირველი ციფრული ბანკი უზბეკეთში Space-ის პლატფორმაზე ხორციელდება. თავის მხრივ, Space-ი არის პირველი სრულიად ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის განვითარებაც TBC-მ 2018 წლიდან დაიწყო.
„Space-ი არის ინოვაციური ციფრული საბანკო ლაბორატორია, სადაც ხდება ექსპერიმენტების ჩატარება პროდუქციის, მომსახურების და კომუნიკაციის თვალსაზრისით. წარმატებული აღმოჩენების გამოყენება უკვე შესაძლებელია ქვეყნის ფარგლებს გარეთ. უზბეკეთი Space-ის გუნდისთვის გეოგრაფიული გაფართოების პირველი შემთხვევაა. ახალ ბაზრებზე შესვლა ჩვენი სტრატეგიული ხედვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია", - განაცხადა Space-ის გენერალურმა მენეჯერმა ლაშა გურგენიძემ.
Capital Banking Solutions-ის აღმასრულებელი ხემძღვანელის სემერ ჰანას განცხადებით კი, მათი გუნდი მოხარულია TBC-ისთან თანამშრომლობით და იმედოვნებენ, რომ Capital Banking Solutions-თან პარტნიორობით TBC ციფრული საბანკო ოპერაციების საუკეთესო მიმწოდებელი გახდება.