მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TBC: ხაზარაძე და ჯაფარიძე ბორდს დაუბრუნდებიან მას შემდეგ, რაც ყველა ბრალდება იქნება პასუხგაცემული

5d394e7190428
შოთა ტყეშელაშვილი
25.07.19 10:45
950

თიბისი ჯგუფმა (TBC PLC) ლონდონის საფონდო ბირჟაზე დღეს ახალი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის გადაყენების შესახებ არის საუბარი. 

TBC PLC აღნიშნავს, რომ დროებით, თავმჯდომარის მოვალეობებს ნიკოლოზ ენუქიძე შეასრულებს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სამეთვალყურეო საბჭოს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ურყევად სჯერა და სრული ნდობა აქვს მათ მიმართ. სამეთვალყურეო საბჭო ასევე აღნიშნავს, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გეგმავენ დაუბრუნდნენ მათ თანამდებობს მას შემდეგ რაც სავარაუდო ფულის გათეთრების საქმეზე არსებული ყველა ბრალდება იქნება პასუხგაცემული. 

მამუკა ხაზარაძემ თიბისი ბანკის ჯგუფის დატოვების შესახებ განცხადება გვიან ღამით გაავრცელა. ხაზარაძე აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება გარე შეტევისგან ბანკის დაცვის მიზნით მიიღო. 

"ჩვენ გვჯერა რომ ინსტიტუტი, რომელსაც 27 წელიწადი ვაშენებდით და რომელიც წარმატების სიმბოლო გახდა ჩვენი ქვეყნისათვის დაუბრკოლებლად გააგრძელებს თავისი სტრატეგიული მიზნების განახორციელებას. 

სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს!,"- წერს ხაზარაძე.

გუშინ მთავარმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ფულის გათეთრების საქმეზე ოფიციალური ბრალი წარუდგინა. მათი ადვოკატი ზვიად კორძაძე ბრალდებას სრულიად უსაფუძვლოს და "პროკურატურის სირცხვილს" უწოდებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები