მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თბილღვინო" ივნისიდან ბაზარზე სამი სახეობის ჭაჭას გამოუშვებს

57271c0e0a846
BM.GE
02.05.16 13:14
1887
კომპანია "თბილღვინო" ზაფხულიდან ჭაჭის გამოშვებას წარმოებას გეგმავს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ მარგველაშვილი "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აცხადებს, რომ თავდაპირველად სამი დასახელების ჭაჭის წარმოება დაიწყება: საფერავის, რქაწითელის და მუხაში დავარდებული ჭაჭის.
 
კომპანია "თბილღვინოს" პროდუქცია ამ ეტაპზე მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში იყიდება. მტავარი საექსპორტო ბაზრები კი კომპანიისთვის რუსეთი და ყაზახეთია. აღნიშნულ ბაზრებზე არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ზურაბ მარგველაშვილი თვლის, რომ მიმდინარე წლის რთველის დროსაც დარგის სუბსიდირების აუცილებლობა დადგება.

"ქართული მეღვინეობა მწვავე კრიზისულ ეტაპზეა. ყველა ბაზარზე სადაც ქართული ღვინო იყიდება ფინანსური კრიზისია და ამ დროს სუბსიდირება ლოგიკური და დროულია", - აცხადებს მარგველაშვილი.

"თბილღვინო" ამ ეტაპზე საკუთარ ვენახებს კახეთში ფლობს, რომლის ფართობიც 160 ჰექტარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები