2022 წლის ბოლოსთვის კი ბიუჯეტის ვალი მილიარდ 8 მილიონ ლარამდე გაიზრდება. აღნიშნულის შესახებ მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტშია აღნიშნული, რომელიც საკრებულოში უკვე შევიდა. შედეგად, მომდევნო წლის განმავლობაში თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალი 328 მილიონი ლარით იზრდება. მერია ახალ ვალს იღებს ორი პროექტისთვის - ერთი ავტობუსების შეძენას ეხება და 300 მილიონი ლარის ახალი ვალდებულების აღებას ითვალისწინებს, მეორე კი მუნიციპალური მომსახურების პროექტისთვის არის და 34 მილიონის აღებას გულისხმობს. დანარჩენი ფინანსური ვალდებულებები მერიას მანამდეც ჰქონდა.
ქვემოთ ნაჩვენებია პროექტები, რომელთა გამოც თბილისის მერიას ვალი აქვს აღებული:




























