აბრეშუმის გზის ფორუმზე დღეს არაერთი პანელური დისკუსია გაიმართა. ფორუმის მონაწილეებმა დერეფნის პოტენციალზე, ტურიზმზე, ეკონომიკაში ფინტექის მომავალსა და ვაჭრობის საკითხებზე იმსჯელეს. ჩვენ ვავლენთ ინტერესს საქართველოს მიმართ, დარწმუნებული ვარ, ბევრი კარგი რამ მოხდება ფორუმის შემდეგ“, - განაცხადა პანელური დისკუსიის შემდეგ არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა საგარეო ვაჭრობის საკითხებში.