მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისი-ბაქო-მინსკს შორის ტვირთების გადაზიდვა, შესაძლოა, რკინიგზის მეშვეობით მოხდეს

5c979171d538d
BM.GE
24.03.19 18:15
893
საქართველოს, აზერბაიჯანისა და ბელორუსის დედაქალაქებს შორის შესაძლოა ტვირთების გადაზიდვა რკინიგზის მეშვეობით მოხდეს- ამის შესახებ ბელორუსული პორტალი БЕЛТА იტყობინება. თბილისი-ბაქო-მინსკს შორის საკონტეინერო გადაზიდვების შესაძლო დაწყების შესახებ მხარეებმა სპეციალური კომისიის ფარგლებში იმსჯელეს, რომელიც ეკონომიკურ თანამშრომლობას ეხება. ინფორმაცია კი გამოცემას ბელორუსიის ტრანსპორტისა და კომუნიკაციის სამინისტრომ მიაწოდა.

„შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ მხარეები იზრუნებენ საქართველოსთვის ტვირთის ერთჯერადად საზღვაო ტრანსპორტით მიწოდებაზე. ამავე დროს განიხილება საკონტეინერო გადაზიდვების რკინიგზის მეშვეობიტ გადატანა“,- ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები