მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისი-ბათუმის მიმართულებით ავიაბილეთის საწყისი ფასი 50 დოლარი იქნება

57693ac11baac
BM.GE
21.06.16 17:00
3621
24 ივნისიდან ბათუმის მიმართულებით შიდა ფრენები თბილისიდან და ნატახტარიდან შესრულდება. ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით ავიაბილეთის საწყისი ფასი 50 (ერთი გზა) დოლარი იქნება, რომელსაც ყაზახური კომპანია “SKYBUS” შეასრულებს. ნატახტარი-ბათუმი-ნატახტარის მიმართულებით ქართული ავიაკომპანია „სერვისეარი” იფრენს, ავიაბილეთის ფასი 80 ლარი იქნება.
 
Skybus-ი ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით შიდა რეისებს 24 ივნისიდან 27 სექტემბრის ჩათვლით ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს 50-ადგილიანი CRJ100 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.

ნატახტარი-ბათუმი-ნატახტარის მიმართულებით რეისები 21 ივნისიდან დაიწყო, რომელსაც ავიაკომპანია „სერვის ეარი” განახორციელებს.

ფრენების განრიგი:

ორშაბათი და ოთხშაბათი:

ბათუმი-თბილისი: 07:30
თბილისი-ბათუმი: 09:00

პარასკევი:

ბათუმი-თბილისი: 19:25
თბილისი-ბათუმი: 20:50

სამშაბათი, ხუთშაბათი, კვირა:

ნატახტარი - ბათუმი: 09:00
ბათუმი - ნატახტარი: 11:00

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები