მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისი–დოჰა: ახალი შესაძლებლობები ტურისტული სააგენტოებისთვის

თბილისი–დოჰა: ახალი შესაძლებლობები ტურისტული სააგენტოებისთვის
16.09.25 14:24
510

15 ოქტომბრიდან თბილისისა და დოჰას შორის ჩარტერული ფრენების დაწყება ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ახალი მიმართულების დამატება. ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან სტრატეგიულ შესაძლებლობას საქართველოს ტურისტული სააგენტოებისთვის, რომლებიც ახლა შეძლებენ კატარის ბაზრისა და მისი დედაქალაქის, დოჰას ათვისებას. რეგიონს მაღალი ზრდის პოტენციალი აქვს, რაც ქართულ ტურიზმის ინდუსტრიას ახალ პერსპექტივებსა და განვითარების გზებს უხსნის.

გარდა ამისა, Kazunion TourOperator By Rustar ტურისტულ სააგენტოებს სთავაზობს კონკურენტულ საკომისიოსა და პარტნიორობის პირობებს, რაც მათ პორტფელში ახალი მიმართულების ინტეგრირებას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

დოჰა დღეს მსოფლიო ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე დინამიურ და სწრაფად განვითარებად მიმართულებად ითვლება. ქალაქი ყოველწლიურად მასპინძლობს მილიონობით საერთაშორისო ვიზიტორს, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ:

  • მაღალი დონის ლუქს სასტუმროებსა და უნიკალურ არქიტექტურას;
  • მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას და მუზეუმებს;
  • საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებს;

ქართული ტურისტული კომპანიები ახალ შესაძლებლობას ხედავენ - შეიმუშაონ კონკურენტული და ხელმისაწვდომი ტურისტული პაკეტები იმ მოგზაურებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან აღმოსავლური კულტურის აღმოჩენით, ხარისხიანად ორგანიზებული დასვენებით და ახალი გამოცდილებების მიღებით. დოჰა მათთვის წარმოადგენს თანამედროვე ინფრასტრუქტურისა და არაბული ტრადიციების უნიკალურ სინთეზს, რაც ქართველ ტურისტებს საშუალებას აძლევს აღმოაჩინონ განსხვავებული კულტურული სივრცე მაღალი კომფორტის პირობებში.

კომპანია Kazunion Touroperator by Rustar 2009 წელს დაარსდა და უკვე 15 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს საერთაშორისო ტურიზმის ბაზარზე. ამ პერიოდში კომპანიამ 2 მილიონზე მეტ ტურისტს მოემსახურა სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც მის პროფესიონალიზმსა და საიმედოობას ნათლად ადასტურებს.

Kazunion Touroperator by Rustar უკვე წარმატებით ახორციელებს ჩარტერულ რეისებს დოჰაში ისეთი ბაზრებიდან, როგორიცაა ყაზახეთი, აზერბაიჯანი და უზბეკეთი. ეს გამოცდილება კომპანიას შესაძლებლობას აძლევს, საქართველოშიც განახორციელოს ამბიციური გეგმები და ადგილობრივ სააგენტოებს შესთავაზოს მზა, კარგად აპრობირებული ბიზნეს-მოდელი.

კომპანიის განცხადებით, მისი მისიაა - შექმნას მაქსიმალურად კომფორტული გარემო პარტნიორებისთვის, მოგზაურებისთვის და გუნდის წევრებისთვის. შესაბამისად, ქართულ ბაზარზე შესვლა Kazunion Tour Operator By Rustar-ისთვის მხოლოდ გაფართოება კი არა, გრძელვადიანი სტრატეგიული ინვესტიციაა.
თბილისი–დოჰას ჩარტერული ფრენები განხორციელდება Georgian Airways-თან პარტნიორობით. ფრენები შესრულდება Boeing 737–800 ტიპის საჰაერო ხომალდით, კვირაში ორი სიხშირით.
ასეთი გრაფიკი ქართველ ტურისტებს აძლევს შესაძლებლობას დაგეგმონ, როგორც მოკლევადიანი (3-4 ღამე), ასევე გრძელვადიანი (7 ღამე და მეტი) დასვენება დოჰაში.

ნებისმიერ მსურველს, რომელსაც სურს აღმოაჩინოს კატარის უნიკალური სილამაზე და დატკბეს დოჰას დაუვიწყარი ატმოსფეროთი, შესაძლებლობა აქვს მიმართოს მისთვის სასურველ ტურისტულ სააგენტოს და დაჯავშნოს ზღაპრული მოგზაურობა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები