მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისი-დოჰა: ჩარტერული ფრენები 13 მაისამდე გახანგრძლივდა – იდეალური დრო კატარში  სამოგზაუროდ

თბილისი-დოჰა: ჩარტერული ფრენები 13 მაისამდე გახანგრძლივდა – იდეალური დრო კატარში  სამოგზაუროდ
17.12.25 13:47
436

ბაზარზე არსებული მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, სასიამოვნო სიახლე გვაქვს მოგზაურობის მოყვარულთათვის: ტუროპერატორი Kazunion-ი რუსტარ ჯგუფისგან, Visit Qatar-თან თანამშრომლობით, თბილისი-დოჰას მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს ახანგრძლივებს. განახლებული გრაფიკით, ფრენები 13 მაისამდე შესრულდება.

ეს გადაწყვეტილება იდეალურ შესაძლებლობას გაძლევთ, გაზაფხულის თვეები დოჰაში დაგეგმოთ. ამ პერიოდში ქალაქში საოცარი ჰავაა - მზიანი დღეები და მსუბუქი სიგრილე ქალაქს განსაკუთრებულად სასიამოვნო ატმოსფეროს ანიჭებს, რაც ხელსაყრელია როგორც აქტიური, ისე მშვიდი დასვენებისთვის.

რამადანი დოჰაში: რა უნდა იცოდნენ მოგზაურებმა?

ვინაიდან ფრენები გახანგრძლივდა, მოგზაურობის პერიოდი ემთხვევა რამადანის წმინდა თვეს, რომელიც 2026 წელს 17 თებერვლის საღამოდან 19 მარტამდე გასტანს.

ამ დროს დოჰა განსაკუთრებულად მშვიდი, ტრადიციული და სულიერი ხდება. ეს უნიკალური გამოცდილებაა კულტურული ტურიზმის მოყვარულთათვის, თუმცა აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი წესის გათვალისწინება:

1. კვება დღის განმავლობაში

ქალაქი აქტიურ ცხოვრებას იფთარის (მზის ჩასვლის) შემდეგ იწყებს. მზის ჩასვლამდე სასტუმროს გარეთ არსებული კაფეები და რესტორნები, როგორც წესი, დაკეტილია.

2. კვება სასტუმროებში

ტურისტებისთვის სერვისი მაქსიმალურად კომფორტული რჩება. სასტუმროების შიდა ტერიტორიაზე კვების ობიექტები შეუფერხებლად მუშაობს. თუ დაჯავშნილი გაქვთ 2 ან 3-ჯერადი კვება, რესტორნები ჩვეულ რეჟიმში მოგემსახურებათ.

3. ტურისტული ზონები და მუზეუმები

კულტურული ღირსშესანიშნაობები და მუზეუმები აგრძელებენ მუშაობას, თუმცა ვიზიტამდე აუცილებლად გადაამოწმეთ სამუშაო საათები, რადგან ისინი შესაძლოა ნაწილობრივ შეცვლილი იყოს.

4. აუზები და სანაპიროები

სანაპიროები და აუზები ღიაა და ფუნქციონირებს სტანდარტულად. თუმცა, პატივისცემის ნიშნად, რეკომენდებულია ე.წ. „კლასიკური“ (უფრო დახურული/სადა) სტილის საცურაო კოსტუმის გამოყენება.

ჩარტერული ფრენების 13 მაისამდე გახანგრძლივება გაძლევთ შანსს, ნახოთ დოჰა მის საუკეთესო სეზონზე და გაეცნოთ არაბულ კულტურას.

დოჰაში მოგზაურობის დასაჯავშნად უნდა მიმართოთ ნებისმიერ ტურისტულ სააგენტოს!

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები