თბილისის მშრალი პორტის პროექტი დასკვნით ეტაპზეა. პროექტის მაჟორიტარი აქციონერი უმსხვილესი არაბული კორპორაცია AD Ports Group-ია. კომპანია იმედოვნებს, რომ ამ გზით კიდევ უფრო გაძლიერდება ჯგუფის როლი „შუა დერეფნით“ აზიისა და ევროპის დაკავშირებაში. "თბილისის მშრალი პორტი" ინტეგრირებული საპორტო-ლოგისტიკური ობიექტების განვითარებას ითვალისწინებს, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უფრო ფართო რეგიონს მოემსახურება. რას ითვალისწინებს მშრალი პორტის პროექტი?