გასტრონომიული ფესტივალი საქართველოში 2022 წლიდან ტარდება, წელს კი საქართველო Tbilisi Gastro Week 9-15 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება, სადაც რვა საერთაშორისო და ექვსი ადგილობრივი შეფი ოთხ/ექვს ხელში შეასრულებენ მრავალფეროვან და უმაღლესი სტანდარტის კერძებს თბილისის სხვადასხვა წამყვან რესტორნებში. Tbilisi Gastro Week-ის მიზანია სტუმრებისთვის დაუვიწყარი, ექსტრავაგანტური და უნიკალური გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შექმნა, გასტრონომიის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის კი - ახალი პერსპექტივების გაჩენა როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე - საერთაშორისო გასტროტურიზმის მიმართულებით.
სტუმარი: ირაკლი ნადარეიშვილი - Tbilisi Gastro Week-ის იდეის ავტორი და ორგანიზატორი;