მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისი Global Investors Forum 2025-ს უმასპინძლებს: სტრატეგიულ პლატფორმას, რომელიც GCC-ს ევრაზიასთან აკავშირებს

თბილისი Global Investors Forum 2025-ს უმასპინძლებს: სტრატეგიულ პლატფორმას, რომელიც GCC-ს ევრაზიასთან აკავშირებს
27.11.25 10:49
430

თბილისი Global Investors Forum-ს (GIF 2025) უმასპინძლებს - წამყვან ეკონომიკურ პლატფორმას, რომელიც მიზნად სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) ქვეყნებსა და ევრაზიას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს, ერთიანი საინვესტიციო ეკოსისტემის შექმნით, რომელიც აჩქარებს ზრდას, ამყარებს ეკონომიკურ კავშირებს და აფართოებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესაძლებლობებს.

ორდღიანი ფორუმი პანელურ დისკუსიებს, საინვესტიციო პრეზენტაციებს და მაღალი დონის ბიზნეს-შეხამების სესიებს მოიცავს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 1,500-ზე მეტი დელეგატი, 70-ზე მეტი ინვესტორი და 50-ზე მეტი საერთაშორისო სპიკერი 40-ზე მეტი ქვეყნიდან.

ღონისძიება 2025 წლის 4–5 დეკემბერს გაიმართება, განსაკუთრებული ფოკუსი კი ხუთ საკვანძო სექტორზე იქნება: მდგრადობა და ტექნოლოგიები, ტურიზმი, ციფრული აქტივები და მათი დაცვა, უძრავი ქონება და ინფრასტრუქტურა, აგროტექნოლოგიები და სასურსათო უსაფრთხოება.

მოსალოდნელია, რომ GIF 2025-ის ფარგლებში გაფორმდება მსხვილი საინვესტიციო შეთანხმებების სერია, რომელთა საერთო ღირებულება ასობით მილიონ დოლარს გადააჭარბებს, განსაკუთრებული აქცენტი კი მწვანე პროექტების განვითარებაზე და განახლებად ენერგიასა და ციფრულ ინფრასტრუქტურაში ინოვაციების დაფინანსებაზე გაკეთდება.

ფორუმი, რომელიც საქართველოსა და რეგიონისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურად გარდამტეხ ეტაპს წარმოადგენს, საფუძველს ჩაუყრის სტრატეგიულ პარტნიორობებს და მსხვილი საერთაშორისო ურთიერთგაგების მემორანდუმებს, პროექტების მფლობელებსა და კერძო საინვესტიციო ინსტიტუტებს შორის, სხვადასხვა არაბული და უცხოური, მათ შორის სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) წევრი სახელმწიფოებიდან. აღნიშნული შეთანხმებები მიზნად ისახავს ტრანსსასაზღვრო დაფინანსებისა და თანამშრომლობის არხების შექმნას ისეთ მნიშვნელოვან საინვესტიციო სექტორებში, როგორებიცაა: სუფთა ენერგია, მდგრადი ტექნოლოგიები, სამედიცინო ტურიზმი, ჭკვიანი ინფრასტრუქტურა და ციფრული სოფლის მეურნეობა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ეკონომიკის ლიდერები და გლობალური პოლიტიკის გამორჩეული წარმომადგენლები. მათ შეუერთდებიან წამყვანი ინვესტორები, მინისტრები, მსხვილი ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელები, სუვერენული ფონდები, მრავალეროვნული კომპანიები და 40-ზე მეტი ქვეყნის ოფიციალური დელეგაცია.

“ინვესტიციებსა და მდგრადობას შორის კავშირი სულ უფრო ძლიერდება ისეთი მზარდი გლობალური რისკების ფონზე, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება და რესურსების ამოწურვა. გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) სტანდარტების ინტეგრირებით, ინვესტორები ცდილობენ, შეამცირონ არასტაბილურ აქტივებთან დაკავშირებული რისკები და გააძლიერონ გრძელვადიანი მედეგობა”, - განაცხადა, არაბთა გაერთიანებული საამიროების “შარჯას საკონსულტაციო საბჭოს” თავმჯდომარემ, დოქტორმა აბდულა ბელჰაიფ ალ ნუაიმიმ.

მან ასევე დასძინა, რომ ეს საერთაშორისო ფორუმი პასუხობს მომავლის საჭიროებებს და ერთ სივრცეში აერთიანებს ინვესტორებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, პოლიტიკის განმსაზღვრელებსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, რათა წარმოაჩინოს მსოფლიოს უნარი - ადაპტირდეს და წარმატებით გაუმკლავდეს ყველა ამ მზარდ გამოწვევას.

Global Investors Forum უბრალო კონფერენცია არ არის - ეს არის სტრატეგიული ეკონომიკური პლატფორმა, რომელიც გარდაქმნის გლობალური თანამშრომლობის რუკას GCC-სა და ევრაზიას შორის ერთიანი საინვესტიციო და საპარტნიორო ჩარჩოს შექმნით. ფორუმის მომავალი გამოცემა თბილისში გახდება გარდამტეხი ეტაპი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერებაში. იგი დააჩქარებს საზღვარგარეთული ინვესტიციების ახალ ტალღას და გახსნის უპრეცედენტო შესაძლებლობებს გლობალური კაპიტალისთვის. ფორუმის მიზანია მთავრობის, საერთაშორისო ინსტიტუტებისა და კერძო სექტორის გრძელვადიანი პარტნიორობების ხელშეწყობა, რაც გააძლიერებს გლობალურ ეკონომიკურ თანამშრომლობას და გარდაქმნის საინვესტიციო გარემოს რეგიონში”, - განაცხადა Global Investors Forum-ის დამფუძნებელმა და AGI Holding-ის თავმჯდომარემ, დოქტორმა სადედინ მნეიმნემ.

ბრიტანეთის იმპერიის ორდერის კავალერის, არიფ ანისის თქმით: “დიდი პატივია Global Investors Forum 2025-ზე საკვანძო სპიკერის რანგში მონაწილეობა იმ პერიოდში, როდესაც გლობალური კაპიტალი მნიშვნელოვან რყევებს განიცდის - პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ნელდება, ხოლო უმნიშვნელოვანესი პროექტების დაფინანსება 26%-ით შემცირებულია. სწორედ ამიტომ დოქტორ სადედინ მნაიმნეს ხედვა განსაკუთრებულია - ის უბრალოდ კონფერენციას კი არ აწყობს, არამედ მკაფიო და მამაცი პოზიციით უპირისპირდება არასტაბილურ ეკონომიკურ რეალობას”.

GIF 2025-ს დაესწრება საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენმდივანი, ჯონ უ.ჰ. დენტონიც.

გაურკვევლობისა და არასტაბილურობის პერიოდში კერძო სექტორი კრიტიკულ როლს ასრულებს იმ ინვესტიციების დაძვრაში, რომლებიც ეკონომიკებსა და საზოგადოებებს აძლიერებს. როგორც ბიზნესის ხმა, რომელიც 170 ქვეყანაში გადანაწილებულ 45 მილიონზე მეტ კომპანიას წარმოადგენს, ჩვენი მისია - ბიზნესი ყველასთვის, ყოველდღე და ყველგან უფრო ეფექტიანი გავხადოთ - დღეს უფრო სასწრაფოა, ვიდრე ოდესმე”, - თქვა მან.

ფორუმი მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს განვითარებადი ბაზრებისა და გლობალური ინვესტორების თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. GIF 2025-ის მასპინძლობით, საქართველო შუა აღმოსავლეთსა და ევროპის/ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობის ხაზგასმას ისახავს მიზნად.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობები სწრაფად მზარდია - ბოლო წლებში ქვეყნებს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ნაკადები იზრდება, რაც $6 მილიარდ დოლარაზე მეტის ღირებულების მსხვილი ინფრასტრუქტურული და განვითარების პროექტებით არის მხარდაჭერილი. ბოლო მონაცემებით, არაბთა გაერთიანებული საამიროებზე, საქართველოს და არაბულ ქვეყნებს შორის საერთო ვაჭრობის 63%-ზე მეტი მოდის, ხოლო ინვესტიციების მხრივ, ქვეყნის მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) 5%-ს შეადგენს, რაც UAE-ს საქართველოს მეექვსე უმსხვილეს გლობალურ ინვესტორად აქცევს.

GIF 2025 ორგანიზებულია EurAsia Gulf-თან სტრატეგიული პარტნიორობით, ხოლო ღონისძიების მთავარი პარტნიორია AGI Holding. ფორუმს ასევე მხარს უჭერენ საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC) და ჰონგ-კონგისა და ახლო აღმოსავლეთის ბიზნესპალატა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები