დღევანდელი ფორბს კვირა მიეძღვნება ქართულ შოუ ბიზნესს და კულტურას, ჯაზ ფესტივალების და სხვადასხვა სახეობის ფესტივალებს რომელთაც დასაბამი საქართველოში 25 წლის მიეცა, მაშინ როცა შეიქმნა კომპანია ისთერნ პრომოუშენი და საკმაოდ რთულ ვითარებაში, ყველა გაოგნებული შესცქეროდა რამდენიმე თბილისელ ახალგაზრდას რომლებიც იწყებდნენ სხვადასხვა მსოფლიოს ცნობილი ვარსკვლევების ჩამოყვანას საქართველოში, მაშინ როცა ქვეყანაში ჯერ კიდევ სრულიად ჩამოუყალიებებლი ვითარება, გარემო და ვექტორები იყო. აღარაფერს ვამბობ, სრულიად ჩაბნელებულ , გაღატაკებულ ქვეყანაზე სადაც არათუ ჯაზ ფესტივალის, თუ სხვა ვარსკვლავების, არამედ გადარჩენაზე ზრუნვა იყო მოსახლეობის უმრავლესობის ამოცანა.
ალბათ, აქაც გენეტიკამ და წარსულის ჟინმა იმუშავა - საუკთესო მაგალითი გაიზ კანდელაკია, რომელიც საბჭოთა წყობილების პიკური სიძლიერის პერიოში, 70 იანი წლების ბოლოს და 80 იანი წლების დასაწყისში გასული საუკუნისა. ბატონი გაიოზი იყო საკავშირო და საერთაშორისო ჯაზ-როკ ფესტივალის დამაარსებელი და ორგანიზატორი; 1989 წელს სსრკ-ში პირველი ჯაზ-ფესტივალის ორგანიზატორი.
ეხლა ისთერნ ფრომოუშენს მიხვედოთ და ვისაუბროთ კომპანიაზე, რომელიც როგორც მოგახსენეთ, წელს რიგით 25 ჯაზ ფესტივალს ატარებს - თუმცა, ამის გარდა მთავარი თემა საუბრისა ჩვენს სტუმრებთან იქნება ჯაზის და ზოგადად, შოუ ბიზნესის კონტრიბუცია ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში. ქალბატონებო და ბატონებო, სტუდიაში ისტერნ ფრომოუშენის დამფიძნებლები არიან: გიორგი კერესელიძე, მიხეილ გიორგაძე და კახა კანდელაკი.