მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისი-ლარსის მიმართულებით 20 კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთისა და 5 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობაა დაგეგმილი

57fcaed191d56
BM.GE
11.10.16 13:15
2270
თბილისი-ლარსის მიმართულებით დაგეგმილია ქვეშეთი - კობის 20 კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთისა და 5 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, გვირაბი, სავარუდოდ, დაიწყება სოფელ მლეთასთან და დასრულდება სოფელ კობთან. აღნიშნულმა გვირაბმა ჯვრის უღელტეხილის ქვეშ უნდა გაიაროს (დამატებითი, დაზუსტებული ინფორმაცია დეტალური პროექტირების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი).

ამ დროისათვის, აღნიშნულ გზაზე მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და ქვეშეთი-კობის მონაკვეთის დეტალური პროექტირების მოსამზადებლად.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 250 მლნ. აშშ. დოლარია. წინასწარი ტენქიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დაწყება 2017 წლის იანვარშია დაგეგმილი. სამშენებლო სამუშაოები, სავარაუდოდ, 2018 წელს დაიწყება და 2020 წელს დასრულდება.
საპროექტო სამუშაოებს მსოფლიო ბანკი (WB) აფინანსებს. რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოების დაფინანსების წყაროს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა დონორ ორგანიზაციასთან.

პროექტის დასრულების შემდეგ, თბილისი-ლარსის მიმართულებით, გადაადგილების დრო 1 საათით შემცირდება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები