სამხრეთ კავკასიის რეგიონში, პირველი უმსხვილესი საერთაშორისო სტანდარტების კომპლექსის - თბილის მოლის - რენოვაცია დაიწყო. პროექტის სრულ მენეჯმენტს კომპანია LSG Solutions-ი უხელმძღვანელებს და სამშენებლო სამუშაოებს კომპანია მეტტა აწარმოებს. რენოვაციის ფარგლებში განახლდება სავაჭრო ცენტრის საზოგადოებრივი სივრცეები, რაც ჯამში ოთხ სართულს მოიცავს; გაუმჯობესდება განათების სისტემა და ინტერიერი. რენოვაციის პროცესში დაცული იქნება ყველა საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტი, რომელიც "თბილისი მოლს" მისცემს სრულყოფილად ფუნქციონირების და ვიზიტორების შეუფერხებლად მიღების საშუალებას.
„თბილისი მოლი“ პირველი სავაჭრო ცენტრი იყო, რომელიც საქართველოში ოფიციალურად 2011 წლის 23 ნოემბერს გაიხსნა და პირველად შესთავაზა ქართველ მომხმარებლებს ისეთი ცნობილი ბრენდები როგორიცაა Zara, Bershka, Stradivarius, Massimo Dutti, Pull and Bear თუ სხვები.
სტუმარი: თამარ კიკვაძე - “თბილისი მოლის” ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი