მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისი მოლში "გეფერინის" ახალი მაღაზია იხსნება

5c5c58c5dc855
მაია ბიწაძე
08.02.19 09:20
2088
სავაჭრო ცენტრ ,,თბილისი მოლში“ 12 თებერვალს ,,გეფერინის“ ბრენდირებული მაღაზია იხსნება. ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა ილია გეფერიძემ აცნობა. მისი განმარტებით, ეს თბილისში ,,გეფერინის“ მესამე მაღაზია იქნება.  კომპანია უკვე ფლობს ბრენდულ მაღაზიებს ,,ისთ ფოინთში“ და პეკინზე.

,, ახალი მაღაზიის გახსნა ჩვენს პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნიდან არის განპირობებული. მაღაზიები ერთიანი კონცეფციით ეწყობა, ის არანაკლებ 50 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და იქ ჩვენს მიერ წარმოებული ყველა დასახელების პროდუქცია გაიყიდება: ჩანთები, ფეხსაცმელი, საფულეები, ქამრები და აქსესუარები. აგვისტოში პეკინზე არსებული მაღაზიის გაფართოებასაც ვგეგმავთ, ის უფრო დიდი ფართში განთავსდება“ - განაცხადა ილია გეფერიძემ.

შეგახსენებთ, რომ ,,გეფერინი“ წლის ბოლომდე წარმოების მნიშვნელოვან ზრდას და შემოსავლების გასამმაგებას გეგმავს. გასულ წელს კომპანიამ წარმოება ახალ საწარმოში გადაიტანა და შემოსავლების 53%-იანი ზრდა მოახერხა.

,,გეფერინი“ სარეალიზაციო ქსელს საზღვარგარეთაც აფართოებს, მათ შორის ჰონგ-კონგსა და ყაზახეთში. ბრენდი 2014 წლის აგვისტოდან ფუნქციონირებს და დღემდე მის განვითარებაში 1,5 მილიონ ლარამდე ინვესტიცია ჩაიდო. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ექსპორტზე- ამერიკაში, ჰონ კონგში, შვეიცარიაში, შვედეთში, რუსეთში, ყაზახეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანში იყიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები