მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თბილისი მოლთან" აქციის მონაწილეებმა გზის ნაწილი დაიკავეს

აქცია

„თბილისი მოლთან“ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზის მხოლოდ ნაწილის დაკავება შეძლეს, ვინაიდან მათ საპოლიციო ძალები ამის საშუალებას არ აძლევს. გზის დანარჩენ ზოლებში საავტომობილო მოძრაობა გრძელდება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის გასასვლელთან, ავტომაგისტრალზე, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი, დაძაბულობაა. მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. ტერიტორიიდან პოლიციამ რამდენიმე პირი გაიყვანა.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, აქციაზე "ტვ პირველის" ოპერატორი ნიკო კოკაია დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სავარაუდოდ, მუცელში წიხლი მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის მოადგილემ, სერგი ბზიშვილმა აღმაშენებლის ხეივანზე, თავისუფალი უნივერსიტეტიდან „თბილისი მოლისკენ“ მიმავალი საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს განუცხადა, რომ "თბილისი მოლის" მიმდებარე ტერიტორია არის სტრატეგიული გზის მონაკვეთი, რომლის გადაკეტვაც დაუშვებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები