საქართველო გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ორგანიზებულ მსოფლიო ტურიზმის დღეს მასპინძლობს, რომლის წლევანდელი მთავარი თემა „ტურიზმი და მშვიდობაა“. ღონისძიება დღეს დილიდან მიმდინარეობს და მასში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში 40-ზე მეტი ქვეყნის დელეგაციაა ჩამოსული. ტურიზმის მსოფლიო დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით უკვე გამოვიდნენ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი და საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრი.