Tbilisi Open Air 2024-ის კარი დღეს - 21 ივნისს, 15:00 საათზე გაიღება.
დედაქალაქში, 21, 22 და 23 ივნისს ფესტივალი Tbilisi Open Air 2024 გაიმართება. დაგეგმილი ღონისძიებების გამო, სამივე დღეს ლისის ტბის მიმდებარედ, ლეო კვაჭაძის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.
შეზღუდვა 10:00 საათიდან მომდევნო დღის 01:00 საათამდე იმოქმედებს, დანარჩენ პერიოდში კი ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება.
- გთავაზობთ უფასო მიკროავტობუსების განრიგს:
საბურთალო, City Box-ის ტერიტორია
(ავტობუსები იმოძრავებენ დღის განმავლობაში)
13:00-დან -19:00 საათამდე - ფესტივალის ტერიტორიიდან
(ავტობუსები იმოძრავებენ ღამის განმავლობაში)
01:00-დან-04:00 სთ-მდე.