მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისი ოქტომბერში კლიმატის მწვანე ფონდის მმართველი ორგანოს 37-ე შეხვედრას უმასპინძლებს

64b257e6e7697
BM.GE
15.07.23 12:32
716
თბილისი ოქტომბერში კლიმატის მწვანე ფონდის მმართველი ორგანოს 37-ე შეხვედრას უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება კორეის რესპუბლიკაში, ქ. სონგდოში, კლიმატის მწვანე ფონდის მმართველი ორგანოს, საბჭოს რიგით 36-ე შეხვედრაზე მიიღეს. გადაწყვეტილებას საბჭოს ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

ცნობისთვის, კლიმატის მწვანე ფონდი მსოფლიოს უდიდესი ფონდია, რომელიც განვითარებად ქვეყნებს ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მიზნების განხორციელებაში.

სონგდოში გამართულ საბჭოს რიგით 36-ე შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი დაესწრო. ნინო თანდილაშვილი აღნიშნული საბჭოს წევრია და აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფს წარმოადგენს.

შეხვედრაზე დამტკიცდა 2024-2027 წლების კლიმატის მწვანე ფონდის სტრატეგიული გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს განვითარებადი ქვეყნების ხელშეწყობას კლიმატის ცვლილების კუთხით ქვეყნის ეროვნული პრიორიტეტების განხორციელებაში.

ამასთან, საბჭოს შეხვედრის ფარგლებში, კლიმატის მწვანე ფონდის აკრედიტაციის კომიტეტის შეხვედრები გაიმართა, რომლებსაც ნინო თანდილაშვილი თავმჯდომარეობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები