მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ნუტრიმაქსი" და Trouw Nutrition - ინიციატივა, რომელიც აძლიერებს რეგიონს და ქმნის ახალ ბიზნესკავშირებს

NUTRIMAX
26.04.26 23:00
181

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ფერმერებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება მეცხოველეობის მენეჯმენტის მიმართულებით ცოდნის ნაკლებობა, რაც პირდაპირ აისახება როგორც პროდუქტიულობაზე, ისე პროდუქციის ხარისხზე. სწორედ ამ კონტექსტში, "ნუტრიმაქსი" თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, დარგის ერთ-ერთ უმსხვილეს ნიდერლანდურ კომპანიასთან Trouw Nutrition ერთად, მიზანმიმართულად მუშაობს, რომ საქართველო იქცეს რეგიონულ ჰაბად - სივრცედ, სადაც ერთიანდება თანამედროვე ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკები მეცხოველეობის დარგში.

ამ თანამშრომლობის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის ორივე კომპანიის გამოცდილება და მასშტაბი: "ნუტრიმაქსი" 17-წლიანი ქართული კომპანიაა ფერმერული ცხოველების, კომპანიონი ცხოველების და თევზის საკვების დარგში, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე მრავალწლიანი პრაქტიკული ცოდნით ოპერირებს, ხოლო Trouw Nutrition-ს აქვს 100-წლიანი საერთაშორისო გამოცდილება ფერმერული ცხოველები საკვების და საკვებ დანამატების დარგში. Trouw Nutrition წარმოდგენილია მსოფლიოს 20 ქვეყანაში და აერთიანებს 100-ზე მეტ კვლევით ცენტრს, რაც მეცხოველეობის დარგში ინოვაციების, სამეცნიერო ცოდნისა და თანამედროვე გადაწყვეტების განვითარების მყარ საფუძველს ქმნის. ამ ორი კომპანიის სტრატეგიული პარტნიორობა, ქმნის შესაძლობლობას ნუტრიმაქსისთვის და მისი პარტიორებისთვის ხელმისაწვდომი გადახოს ის ცოდნა და გამოცდილება რაც Trouw Nutrition - ს აქვს.

"ნუტრიმაქსის" და Trouw Nutrition - ის მისია პირდაპირ უკავშირდება გლობალურ გამოწვევას - მზარდი მოსახლეობის პირობებში ცილის ხელმისაწვდომობის გაზრდას. ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია მხოლოდ წარმოების გაფართოებით; კრიტიკულია ეფექტიანობის ზრდა, ხარისხის გაუმჯობესება და რესურსების სწორი მართვა მეცხოველეობაში. სწორედ ამიტომ, დარგში საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება და ცოდნის გავრცელება ამ რეგიონებში ქმნის დამატებით ღირებულებას - ზრდის ცილის წარმოებას და ამავდროულად ამყარებს მდგრადი განვითარების საფუძვლებს.

დღეს არსებული გამოწვევები განსაკუთრებით თვალსაჩინოა მცირე და საშუალო ფერმერებში, სადაც თანამედროვე მიდგომებზე, კვებაზე, მართვასა და ტექნოლოგიებზე წვდომა შეზღუდულია. ეს იწვევს არასტაბილურ შედეგებს, დაბალ პროდუქტიულობას და ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შემცირებას. ნუტრიმაქსი სწორედ ამ სივრცეში ცდილობს საკუთარი წვლილის შეტანას - ცოდნის გაზიარების, პრაქტიკული გამოცდილების გადაცემისა და საერთაშორისო ექსპერტიზის ინტეგრაციის გზით.

21-22 აპრილს, თბილისში მასშტაბური საერთაშორისო აგროსემინარი Feeding the Future - ინოვაციები მესაქონლეობაში“ გაიმართა, რომელმაც 8 ქვეყნის (საქართველო, ნიდერლანდები, სომხეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ყაზახეთი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი) 130-მდე წარმომადგენელი გააერთიანა. სემინარს ესწრებოდნენ ფერმერები, დარგის აკადემიური წრის წარმომადგენლები, სფეროს ბიზნესს ექსპერტები ,დისტრიბუტორები, აგრომიმართულების ასოციაციები, ნიდერლანდების საელჩოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალი რანგის სტუმრები. ღონისძიება კომპანია ნუტრიმაქსისა და მისი სტრატეგიული პარტნიორის, გლობალური ლიდერის Trouw Nutrition-ის ორგანიზებით ჩატარდა.

სემინარი ეძღვნებოდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გამოზრდის თანამედროვე მეთოდებსა და ინოვაციურ მიდგომებს და მის მთავარ მიზანს მესაქონლეობაში ჩართული ფერმერებისთვის და სხვა ჩართული მხარეებისთვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, საერთაშორისო გამოცდილების ჩვენება და წარმოების ეფექტურობის და ბიზნესის ზრდაში დახმარება წარმოადგენდა.

ორდღიანი პროგრამა დატვირთული იყო პრაქტიკული და თეორიული სესიებით, სადაც საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა განიხილეს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გამოზრდის ეფექტური მეთოდები, საკვების უსაფრთხოება, ციფრული ტექნოლოგიების კავშირი სფეროსთან, საქართველოს, უზბეკეთისა და სომხეთის ფერმერული გამოცდილებები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

ამგვარი ინიციატივები არა მხოლოდ ინდივიდუალური ფერმერების განვითარებას უწყობს ხელს, არამედ ქმნის სისტემურ ცვლილებას მთლიან სექტორში — აძლიერებს რეგიონს, როგორც ცოდნის და გამოცდილების გაზიარების ცენტრს, და საქართველოს აყენებს მნიშვნელოვან პოზიციაში როგორც დარგის განვითარებისთვის, ისე გლობალური გამოწვევების გადაწყვეტაში მონაწილეობის კუთხით.

გარდა ცოდნის გაზიარებისა, მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო შეხვედრები ქმნის უნიკალურ პლატფორმას სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. სხვადასხვა კულტურისა და ბიზნესს გარემოს წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანება აძლიერებს ურთიერთგაგებას, ნდობას და ქმნის საფუძველს გრძელვადიანი პარტნიორობებისთვის.

Feeding the Future კიდევ ერთხელ გახდა საერთაშორისო თანამშრომლობის, ცოდნის გაზიარებისა და ინოვაციების პლატფორმა, რომელმაც ხაზი გაუსვა Nutrimax-ის პროგრესულ ხედვას, რეგიონულ განვითარებაზე ორიენტირებულ მიდგომასა და Trouw Nutrition-თან გრძელვადიან პარტნიორობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები