მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისი საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს "ოქროს პეპელა" უმასპინძლებს

5b02c6102f0d5
BM.GE
21.05.18 17:11
1044
29 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით თბილისი მერვედ უმასპინძლებს საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს „ოქროს პეპელა".

ფესტივალის ორგანიზატორები არიან: კომპანია "ოქროს პეპელა" და თბილისის ევროპული სკოლა.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: ევროპის საბავშვო ფილმების ასიციაცია, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი, თბილისის მერია და სხვა ორგანიზაციები.

ფესტივალში მონაწილეობენ 18 წლამდე ასაკის მოზარდები, როგორც საქართველოდან ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ფესტივალის მონაწილეები წარადგენენ დამოუკიდებლად შექმნილ, 7 წუთამდე ქრონომეტრაჟის ანიმაციურ, დოკუმენტურ ან მხატვრულ ფილმებს, ხვდებიან გამოჩენილ კინომოღვაწეებს, პრაქტიკოს კინომუშაკებს და ადგილზე ეცნობიან თანამედროვე კინო-ტექნოლოგიებს, აგრეთვე მონაწილეობენ კინო-ეტიუდებში და სწავლობენ სინთეზური მუშაობის უნარ-ჩვევებს.

საფესტივალო (საკონკურსო) ფილმები შეირჩევა სელექციის შემდეგ . აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე საკონკურსო ნამუშევრებს არ მოეთხოვება გადაღების (ფორმატის) მაღალი ხარისხი. ფილმებს აფასებს ჟიური. ჟიურის შეფასების პრიორიტეტია მოზარდის იდეა, მისი გადწყვეტის ფორმა და ხერხი.

2011 წლიდან დღემდე, ფესტივალში მონაწილეობდა 500 მდე კონკურსანტი, როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე უცხოეთიდან ვფიქრობთ 2018 წელი განსაკუთრებული იქნება „ოქროს პეპელას" ისტორიაში. წელს ფესტივალზე შემოსული უცხოური ფილმების რეკორდული რიცხვი დაფიქსირდა . სულ ფესტივალზე წარმოდგენილია 82 ფილმი, აქედან 47 უცხოური და 45 ქართული წელს, ფესტივალი ეძღვნება გამოჩენილი ფრანგი კინორეჟისორის ალბერ ლამორისის შემოქმედებას, ამასთან დაკავშირებით საფრანგეთიდან საპატიო სტუმრის რანგში ფესტივალს ეწვევა ალბერ ლამორისის შვილი - პასკალ ლამორისი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები