თბილისი ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის მთავარ სამიტს - „ტურისტერი 2026“-ს მასპინძლობს. ორი დღის განმავლობაში „ექსპო ჯორჯიაში“ სექტორის ლიდერებმა და გლობალური ბრენდების წარმომადგენლებმა ციფრულ ტრანსფორმაციაზე, რეგიონულ გამოწვევებსა და ბაზრის ახალ ტენდენციებზე იმსჯელეს.






























