27 აპრილს თბილისში ჰესინკის აუქციონის სახლში მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიება ჩატარდება. პირველად ისტორიაში თანამედროვე ქართული ხელოვნების ნიმუშები იქნება წარმოდგენილი. ღონისძიება ჩატარდება თბილისში და ასევე ის ხელმისაწვდომი იქნება გლობალური აუდიტორიისთვის.
პირველი საერთაშორისო აუქციონით, საქართველო საერთაშორისო სახელოვნებო ბაზარზე მტკიცედ დაიმკვიდრებს ადგილს და თავის ხელოვნების მემკვიდრეობას მსოფლიო კოლექციონერებთან და დაწესებულებებთან დააკავშირებს. წამყვანი საერთაშორისო აუქციონის პლატფორმების ქსელი და ციფრული არხები, მათ შორის www.hessink.com, Drouot-ის და Invaluable-ის ჩათვლით, საერთაშორისო შემსყიდველებს პირდაპირ რეჟიმში მიიღონ აუქციონში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემენ.
ღონისძიება თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ჩატარდება, რომელიც დედაქალაქის ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული თავყრილობის ადგილია.
მნიშვნელოვანი კულტურული ქვაკუთხედი
აუქციონი, სახელწოებით „თანამედროვე ქართული ხელოვნება“, საგულდაგულოდ შერჩეულ მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეების ხელოვნების ნიმუშებს წარმოაჩენს, რაც ქალბატონ თეა გოგუაძე-აპფელთან თანამშრომლობით განხორციელდა. ცნობილ და დამკვიდრებულ ოსტატებთან ერთად, წარმოდგენილი იქნება ხელოვანების ახალი თაობა. გაყიდვები წარმოაჩენს ქართული სახელოვნებო გამომსახველობითი ოსტატობის განვითარებას გვიანდელი საბჭოთა მოდერნიზმიდან თანამედროვე სახელოვნებო ექსპერიმენტამდე.
კოლექცია 90 ნიმუშს მოიცავს, რაც სხვადასხვა საშუალებით წარმოჩენილ აბსტრაქტულ და მხატვრულ გამოცდილებას ასახავს. მთლიანობაში, ნიმუშები გვთავაზობენ საქართველოს უნიკალური ვიზუალური ენით შესრულებულ რთულ თხრობას, რაც მისი კომპლექსური ისტორიით და მდიდარი კულტურული იდენტობით არის ჩამოყალიბებული.
გლობალური პლატფორმა თბილისიდან
აუქციონი ერთზე მეტ მოვლენას წარმოადგენს - ის წარმოაჩენს თბილისის, როგორც რეგიონული საერთაშორისო სახელოვნებო ტრანზაქციების ჰაბის ჩამოყალიბებას. ეს წამოწყება ნიდერლანდებში დაფუძნებული ჰესინკ აუქციონის სახლთან სტრატეგიული თანამშრომლობით, სააუქციონო პრაქტიკის როგორც გლობალურ სტანდარტებს, ასევე გამჭვირვალობასა და ქართული ბაზართან წვდომას ამკვიდრებს.
მაღალტექნოლოგიური ციფრული საშუალებების დახმარებით აუქციონის ლაივ რეჟიმში გადაცემით უზრუნველყოფილი იქნება გაყიდვების მსოფლიო ხილვადობა, კონკურენტული საშემსყიდელო ფასები და საერთაშორისო კოლექციონერების პირდაპირი ხელმისაწვდომობა. ეს ყველაფერი კი ქართულ ხელოვნებას ადგილიდან ფართო გლობალურ დისკურსში წარმოაჩენს.
ეს საინაუგურაციო მოვლენა ასევე საერთაშორისო აუქციონების და მრავალმხრივი სახელოვნებო და საკოლექციო კატეგორიების გაფართოებული აქტივობების მუდმივმოქმედი პროგრამის დასაწყისს აღნიშნავს, რადგან კომპანია საფუძველს თბილისში თავის ხანგრძლივ მოღვაწეობას უყრის.
გამოფენა და ღონისძიებების პროგრამა
წინა-სააუქციონო გამოფენა საჯაროდ 20-26 აპრილს (10:00 – 18:00 საათებში) გაიხსნება. ეს მნახველებს საშუალებას მისცემს კოლექციებს წინასწარ გაეცნონ.
აუქციონის დღე - 27 აპრილი, 2026
- მიღება: 18:00
- აუქციონი: 19:00
- ოფიციალური ვახშამი: 21:00
ოფიციალური პარტნიორები
აუქციონს მხარს უჭერენ მისი ოფიციალური პარტნიორები: საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის დეპარტამენტი, რომლის გამორჩეულ კლიენტებს პრივილეგირებული წვდომა ექნებათ ამ მნიშვნელოვან მოვლენაში მონაწილეობაზე, რაც ხელოვნებაში ინვესტიციის ჩადების კულტურის განვითარების საწინდარი გახდება; და ალდაგი, ოფიციალური სადაზღვევო პარტნიორი, რომელიც სრულად აზღვევს კოლექციას საერთაშორისო გამომსახველობითი ხელოვნების სტანდარტებთან შესაბამისობაში.
მოწვევა საერთაშორისო სახელოვნები საზოგადოებას
კოლექციონერები, დაწესებულებები, კურატორები, ასევე ხელოვნების დარგის პროფესიონალები, მოწვეულები არიან, რომ მონაწილეობა მიიღონ ამ ისტორიულ მოვლენაში - ან პირადად თბილისში, ან ონლაინ რეჟიმში მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან. აუქციონი იშვიათ შესაძლებლობას იძლევა, რომ შეიძინოთ მნიშვნელოვანი ხელოვნების ნიმუშები სწრაფად განვითარებადი სახელოვნებო ბაზრიდან და ჩაერთოთ საქართველოს კულტურულ ნარატივში მისი განვითარების გადამწყვეტ მომენტში.


























