მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისი-თიანეთის გზის 21 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს - პროექტის ღირებულება 25 მლნ ლარი

64143d345d13a
BM.GE
17.03.23 14:12
670
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი(გლდანი)-თიანეთის საავტომობილო გზის 21 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. ამ ეტაპზე, ხელოვნური ნაგებობების მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, განხორციელდება გზის სრული რეაბილიტაცია, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება 3 არსებული ხიდი, საყრდენი კედლები, წყალგამტარი მილები, სანიაღვრე არხები და ტროტუარები. ასევე, გათვალისწინებულია, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ავტოპავილიონისა და ავტობუსის გასაჩერებელი მოედნის მოწყობა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისში იწყება და გაივლის სოფელ მამკოდის და ცხვარიჭამიის ტერიტორიებს. თბილისი–თიანეთის გზის რეაბილიტაციის შედეგად, საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება გახდება კომფორტული და შემცირდება მგზავრობის დრო.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 24 948 977 ლარით ფინანსდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები