მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისი უცხოელებისთვის ყველაზე იაფი ქალაქების რეიტინგში, მსოფლიოს 209 ქალაქს შორის მე-12 ადგილზეა

5771410062c85
BM.GE
27.06.16 19:05
2647
საკონსულტაციო კომპანია Mercer ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს, რომელიც მსოფლიოში უცხოელებისთვის ყველაზე იაფ ქალაქს ადგენს.

კვლევაში მსოფლიო მასშტაბით 209 ქვეყანა იყო ჩართული. Mercer–ის სპეციალისტები კვლევის ჩატარებისას მხედველობაში იღებენ ფასებს ამა თუ იმ ქალაქის 200–ზე მეტ საქონელსა და მომსახურებაზე. მათ შორისაა საცხოვრებელი ფართის იჯარა, გართობა, განათლება, კვების, ბენზინისა და ტრანსპორტის ღირებულება.

2016 წლის რეიტინგში თბილისმა მე-12 ადგილი დაიკავა.

Mercer-ის მსოფლიოს ყველაზე იაფი ქალაქების 2016 წლის რეიტინგი ასეთია:

1. ვინდჰუკში (ნამიბიის რესპუბლიკა)
2. კეიპტაუნი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა)
3. ბიშკეკი (ყირგიზეთი)
4) ბლანტირე (მალავის რესპუბლიკა)
5. იოჰანესბურგი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა)
6. მინსკი (ბელორუსია)
7. ტუნისი (ტუნისის რესპუბლიკა)
8. კარაჩი (პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა)
9. გაბორონე (ბოტსვანას სახელმწიფო)
10. ლუსაკა (ზამბიის რესპუბლიკა)
11. სკოპიე (მაკედონიის რესპუბლიკა)
12. თბილისი (საქართველო)
13. მონტერეი (მექსიკის შეერთებული შტატები)
14. ალმა-ათი (ყაზახეთის რესპუბლიკა)
15. სარაევო (ბოსნია და ჰერცოგოვინა)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები