მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისი,ბათუმი, ქუთაისი, გორი... - საქართველოს სკოლებსა და უნივერსიტეტებში გაფიცვაა, მიმდინარეობს აქციები

აქცია

თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, გორი - საქართველოში მეხუთე დღეა პროევროპული აქციები მიმდინარეობს.

მიუხედავად იმისა, რომ გუშინ, აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა დედაქალაქში, პროტესტის მონაწილეების ნაწილი ამ წუთამდე არ დაშლილა.

პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი წარუდგინა, რის შემდეგაც, შენობა საპროტესტო აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე დატოვა.

ადგილზე შეკრებილი აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის მისამართით სკანდირებდნენ: „მონებო“.

დღეს, 2 დეკემბერს, დილიდან სასწავლო პროცესი ნაწილობრივ ჩაიშალა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტუდენტთა უმეტესობა ლექციებზე დასასწრებად არ მივიდა.

მანამდე სტუდენტებმა გაავრცელეს განცხადება, რომ არ ეთანხმებიან „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, უარი თქვას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე და პროტესტის ნიშნად არ შევლენ ლექციებზე.

ბათუმში, საზღვაო აკადემიის ეზოში მთავარი შესასვლელი კარი სტუდენტებმა გახსნეს და სასწავლებლის ეზოში შევიდნენ.

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს, საზღვაო აკადემიის სტუდენტებიც შეუერთდნენ და გაფიცვაში ისინიც მონაწილეობენ.

აქციები მიმდინარეობს ქუთაისსა და გორიც. ქვეყნის მასშტაბით გაფიცულია არა ერთი სკოლა და უნივერსიტეტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები