მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისიდან 37 ქვეყანამდე: clubnparty-ის ყოველთვიურად აქტიურმა მომხმარებლებმა გლობალურად 410,000-ს გადააჭარბა

clubnparty
26.11.26 10:58
• 160

საქართველოში დაფუძნებულმა ივენთების აღმოჩენის პლატფორმამ 8 თვეში ყოველთვიურად აქტიური მომხმარებლების ბაზა თითქმის 150-ჯერ გაზარდა. ამჟამად კომპანია აფართოებს თავის გლობალურ წარმომადგენლობას ევროპასა და აშშ-ში და ქმნის ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს როგორც სტუმრებისთვის, ისე ივენთების ორგანიზატორებისთვის.

clubnparty — საქართველოში დაარსებულმა ივენთების აღმოჩენისა და ბილეთების შეძენის გლობალურმა პლატფორმამ 2026 წლის ნოემბერში 410,000-ზე მეტ ყოველთვიურ აქტიურ მომხმარებელს გადააჭარბა. მიმდინარე წლის მარტში clubnparty-ის 2700 მომხმარებელი ჰყავდა. კომპანიამ ყოველთვიური მომხმარებლების რაოდენობა 8 თვეში 150-ჯერ გაზარდა.

დღეისათვის clubnparty -ზე ივენთები განთავსებულია 37 ქვეყნის 50-ზე მეტ ქალაქში და ერთიან ციფრულ ეკოსისტემაში აერთიანებს გართობის მოყვარულებს, ღამის კლუბებს, დამოუკიდებელ პრომოუტერებსა და ივენთების ორგანიზატორებს. პლატფორმის საერთაშორისო აუდიტორია მოიცავს ევროპისა და აშშ-ის ღამის ცხოვრების მთავარ ცენტრებს — მათ შორის, ელექტრონული მუსიკისა და ტექნო კლუბებს ბერლინში, ამსტერდამში, ბარსელონაში, ლონდონში, პარიზში, მადრიდში, თბილისში, მაიამისა და ლას-ვეგასში.

პლატფორმის მიზანია გაამარტივოს პროცესი, თუ როგორ პოულობენ ადამიანები წვეულებებს და გეგმავენ ღამის ცხოვრებას. მომხმარებლებს შეუძლიათ გაფილტრონ ღამის კლუბები და საკლუბო ივენთები მუსიკალური ჟანრისა და აუდიტორიის მიხედვით, აღმოაჩინონ ანდერგრაუნდ კლუბები და ექსკლუზიური სივრცეები, მყისიერად შეიძინონ კლუბის ბილეთები ონლაინ, უზრუნველყონ VIP ბილეთები და დაგეგმონ საღამო მეგობრებთან ერთად. კლუბებისა და მასპინძლებისთვის კი clubnparty წარმოადგენს სრულფასოვან სისტემას, რომელიც აერთიანებს ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა ივენთის ორგანიზება და პრომოუშენი, ბილეთების გაყიდვის პლატფორმა, სტუმრების სიის მართვა და სამიზნე ადგილობრივ თუ ტურისტ აუდიტორიასთან წვდომა.

ღამის ცხოვრების გლობალური გზამკვლევი ძლიერი ადგილობრივი პოზიციებით

მიუხედავად იმისა, რომ clubnparty სწრაფად ვითარდება ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, საქართველო კომპანიისთვის საკვანძო ბაზრად რჩება — პლატფორმას 180,000-ზე მეტი ყოველთვიურად აქტიური მომხმარებელი ჰყავს საქართველოში. ადგილობრივ ბაზართან ერთად, კომპანიამ ჩამოაყალიბა მსხვილი საერთაშორისო აუდიტორიები — მათ შორის, 80,000 აქტიური მომხმარებელი ესპანეთში, 60,000 ფილიპინებში და 45,000 არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ხოლო დარჩენილი მომხმარებლები სხვა გლობალურ ბაზრებზე ნაწილდებიან.

კომპანიის ხედვაა შექმნას ღამის ცხოვრების გლობალური გზამკვლევი, რომელიც არ არის შეზღუდული გეოგრაფიით. მომხმარებელს შეუძლია აღმოაჩინოს ივენთები თბილისში და ზუსტად იგივე აპლიკაციით შეუფერხებლად ისარგებლოს მადრიდში, ბარსელონაში, პარიზში, ლონდონში, დუბაიში, მაიამიში ან ნიუ-იორკში მოგზაურობისას, რათა გაიგოს, რა ხდება ქალაქში დღეს ღამით.

ბიზნესებისა და პრომოუტერების დაკავშირება სწორ აუდიტორიასთან

clubnparty-ის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტული უპირატესობა მისი ზუსტად სეგმენტირებული აუდიტორიაა. მომხმარებელთა დაახლოებით 95% 21-დან 42 წლამდე ასაკისაა, უყვარს გართობა და მეგობრებთან ერთად დასამახსოვრებელი დროის გატარება.

ტრადიციული სარეკლამო არხებისგან განსხვავებით, სადაც ბიზნესები ხშირად იხდიან თანხას ფართო, მაგრამ განსხვავებული ინტერესების მქონე აუდიტორიის მოსაზიდად, clubnparty უზრუნველყოფს პირდაპირ წვდომას ისეთ მომხმარებლებთან, რომლებიც უკვე ეძებენ ადგილებს გასართობად. ეს ქმნის შესაძლებლობებს, რომ კონკრეტულ სეგმენტირებულ აუდიტორიას ესაუბრონ სხვადასხვა ინდუსტრიის ბრენდები, მათ შორის ენერგეტიკული სასმელების, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების, საბანკო სექტორის, ტურიზმისა და მოდის სფეროებში ჩართული კომპანიები.

პლატფორმა სცდება ივენთების სტანდარტულ აფიშასა და ონლაინ ბილეთების სისტემას. საკუთარი სოციალური მედიის არხებისა და მიზნობრივი ფასიანი სარეკლამო კამპანიების მეშვეობით, clubnparty აქტიურად უწევს პრომოუშენს დაგეგმილ ღონისძიებებს, რაც დამოუკიდებელ პრომოუტერებსა და კლუბებს ცნობადობის გაზრდასა და სივრცეების შევსებაში ეხმარება. ეს კომპანიას პოზიციონირებს არა მხოლოდ როგორც ივენთების აღმოჩენის წამყვან პლატფორმას, არამედ როგორც ღამის ცხოვრების ინდუსტრიის სრულმასშტაბიან მარკეტინგულ პარტნიორს.

ხელოვნური ინტელექტი, როგორც განვითარების შემდეგი ეტაპი

კომპანიის განვითარების შემდეგი ფაზა მნიშვნელოვნად ფოკუსირდება ხელოვნურ ინტელექტზე (AI). clubnparty მუშაობს იმაზე, რომ ივენთების აღმოჩენის პლატფორმიდან გარდაიქმნას პერსონალიზებულ, AI-ზე დაფუძნებულ ღამის ცხოვრების ასისტენტად.

მომხმარებლებისთვის ეს ხედვა გულისხმობს შესაძლებლობას, პირდაპირ დაუკავშირდნენ AI ასისტენტს და მიუთითონ თავიანთი მუსიკალური გემოვნება, იქნება ეს ჰაუს მუსიკა, ტექნო თუ სხვა მუსიკალური მიმართულება. სასურველ გარემოსთან, ბიუჯეტთან და რეალურ დროში მდებარეობასთან ერთად. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ასისტენტი მომხმარებელს ურჩევს საუკეთესო ღამის კლუბებს, შესთავაზებს, რომელ საჯარო თუ დახურულ წვეულებას დაესწროს და დაეხმარება საღამოს სრულად დაგეგმვაში.

ხელოვნური ინტელექტი ასევე გადამწყვეტ როლს შეასრულებს ივენთების ორგანიზატორებისა და კლუბების მენეჯერების მხარდაჭერაში. კომპანია გეგმავს შექმნას ინტელექტუალური ხელსაწყოები, რომლებიც ივენთის ორგანიზატორებს დაეხმარება სამიზნე აუდიტორიის იდენტიფიცირებაში, ბიუჯეტის დაგეგმვაში, დასწრების პროგნოზირებაში, ივენთების მენეჯმენტში და სტუმრების სიის მართვის ავტომატიზაციაში. მთავარია მიზანია - ღირებულების შექმნა როგორც ორგანიზატორისთვის, ისე მომხმარებლისთვის: პერსონალიზებული გზამკვლევი სტუმრებისთვის და ინტელექტუალური ბიზნეს-ასისტენტი ორგანიზატორებისთვის.

მონეტიზაციის ახალი შესაძლებლობები

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება კომპანიის მონეტიზაციის მოდელის გაფართოებაა. 2026 წლის 15 დეკემბრიდან clubnparty გეგმავს პლატფორმაზე სარეკლამო განთავსებებისა და ივენთების სპონსორობის შესაძლებლობების დანერგვას, რაც ბიზნესებსა და საერთაშორისო ბრენდებს საშუალებას მისცემს პირდაპირ დაუკავშირდნენ მზარდ გლობალურ აუდიტორიას.

დასპონსორებული ივენთების, აპლიკაციის შიდა რეკლამისა და პრემიუმ პრომო-განთავსებების მეშვეობით, კომპანია მიზნად ისახავს შექმნას გაზომვადი ღირებულება კომერციული ბრენდებისთვის, ხოლო ორგანიზატორებს მისცეს ახალი გზები სპონსორების მოსაზიდად და საკუთარი ღონისძიებების მონეტიზაციისთვის.

410,000-ზე მეტი ყოველთვიურად აქტიური მომხმარებლით, 37 ქვეყანაში ოპერირებითა და ხელოვნურ ინტელექტზე აგებული ტექნოლოგიური განვითარების გეგმით, clubnparty ყალიბდება როგორც წამყვანი გლობალური პლატფორმა ივენთების აღმოჩენის, პრომოუშენისა და მართვისთვის. ის, რაც დაიწყო როგორც clubnparty ჰპასუხობს აქტუალურ კითხვაზე “სად გავერთოთ დღეს?” ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებით, რომელიც აერთიანებს მომხმარებლებს, კლუბებსა და გლობალურ ბრენდებს მთელ მსოფლიოში.

აღმოაჩინე დაგეგმილი ივენთები ან დააორგანიზე საკუთარი წვეულება clubnparty-ზე:

Web: https://clubnparty.com

iOS: https://apps.apple.com/ge/app/clubnparty/id6503321960

Android: https://play.google.com/store/apps/details?id=com.cnpglobal.cnpandroid&pcampaignid=web_share

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები