მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისიდან ფოთში მიმავალი მატარებელი "რიონში" გაჩერდა - ტექნიკური პრობლემების გამო მგზავრთა გადაადგილება ვერ ხერხდება

საქ
BM. GE
19.08.23 23:12
27

დასავლეთ საქართველოში  არსებული უამინდობის გამო, ტექნიკური პრობლემა შეექმნა თბილისიდან ფოთში მიმავალ მატარებელს, რის გამოც ამ წუთებში შემადგენლობა გაჩერებულია სადგურ რიონში.

 ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. 

"საქართველოს რკინიგზა აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში მოხდეს აღნიშნული მატარებლის მოძრაობის განახლება, თუმცა, კომპანია ასევე მზადაა, მგზავრების დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად მათი ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანა უზრუნველყოს. საქართველოს რკინიგზა თითოეულ მგზავრს მგზავრობის საფასურს სრულად აუნაზღაურებს", - ნათქვამა გავრცელებულ განცხადებაში.