მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისიდან კიდევ ერთმა ახალმა ავიაკომპანიამ დაიწყო ფრენა

635e98c79934f
თამთა ჯიჯავაძე
30.10.22 19:29
7774
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთმა ახალმა ავიაკომპანიამ დაიწყო ოპერირება. ამის შესახებ "ტავ ჯორჯია" იტყობინება.

საუბარია სომხეთის ეროვნულ ავიახაზებზე - Fly Arna-ზე, რომელმაც ერევანი-თბილისის მიმართულებით დღეს პირველი რეისი შეასრულა. "ტავ ჯორჯიას" ინფორმაციით, 167 მგზავრი ჩამოფრინდა. თბილისიდან ერევანში კი 110 ადამიანი გაემგზავრა.

ავიაკომპანია თბილისი-ერევნის მიმართულებით რეისებს კვირაში სამი სიხშირით, სამშაბათს, პარასკევს და კვირას შეასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები