"გაერთიანებული აეროპოტები საქართველოს" ინფორმაციით, თბილისი-სალონიკის რეისები განახლდება და ზაფხულის სეზონზე იქნება რეგულარული ჩარტერები კუნძულ კრეტაზე.
15 მაისიდან ავიაკომპანია "ელინეარი" თბილისი-სალონიკის მიმართულებით ავიარეისებს განაახლებს. ფრენები კვირაში ორჯერ - სამშაბათსა და პარასკევს შესრულდება.
16 ივნისიდან კი დაიწყება რეგულარული ჩარტერული რეისები თბილისი - ჰერაკლიონის მიმართულებით. ფრენები შესრულდება ყოველ პარასკევს.
ერთი გზის ბილეთების შეძენა 90 ევროდან იქნება შესაძლებელი, ხოლო 2 გზის - 180 ევროდან.
ბილეთის ფასში შედის:
ხელბარგი - 5 კგ
ბარგი - 20კგ
კვება ბორტზე
აეროპორტში რეგისტრაცია

























