თბილისიდან ეგვიპტის კურორტ შარმ ელ შეიხის მიმართულებით ჩარტერული ფრენები უქმდება. მიზეზი ისრაელში არსებული საომარი მოქმედებებია, რომელმაც მომხმარებელში ეგვიპტის მიმართულებით მოგზაურობაზე შიში გააჩინა. აღნიშნული ინფორმაცია, გუშინ საქმიან დილას ტუროპერატორი კომპანიის პეგას ტურსიტიკ ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა მიაწოდა. პეგას ტურისტიკ ჯორჯია საქართველოში სწორედ ეგვიპტისა და თურქეთის ტურების შემომტანია. bmg-იმ აღნიშნული ინფორმაციის დასადასტურებლად სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსაც მიმართა. როგორც სააგენტოში გვითხრეს, air kairo-ს მხრიდან ფრენების გაუქმების შესახებ ინფორმაცია სააგენტოში წარდგენილი არ არის. Რა გავლენას მოახდენს აღნიშნული გადაწყვეტილება ქართული ტურისტული კომპანიების საქმიანობაზე და რამდენად საფუძვლიანია მომხმარებელში არსებული შიში?