„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები ტყიბულში მინდელის შახტის სამთო მაშველებთან ერთად კოორდინირებულად მუშაობენ ცხედრების შემთხვევის ადგილიდან გამოსაყვანად“, - ამის შესახებ განცხადებას თავად უწყება ავრცელებს. ადგილზე იმყოფებიან იმერეთის სამხარეო სამაშველო ჯგუფები, ასევე, თბილისის სამაშველო ბაზიდან ტყიბულში უკვე გაემართა სამთო მაშველების 14-კაციანი ჯგუფი.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სრულად მობილიზებულია, რათა უმოკლეს დროში მოხდეს შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სახანძრო-სამაშველოს ხელმძღვანელი პირები“, - ნათქვამია განცხადებაში.

























