მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისი,Invest Georgia UAE -ს ორგანიზებით,არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ინვესტორებს მასპინძლობს

თბილისი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ინვესტორებს მასპინძლობს - ფორუმს კომპანია ინვესტ ჯორჯია საქართველოში უკვე მესამედ ატარებს. ღონისძიებას ინვესტორები, საბროკერო კომპანიების წარმომადგენლები, უძრავი ქონების სპეციალისტები და ქართული დეველოპერული კომპანიები ესწრებიან, ისეთები როგორიცაა მეტროპოლი, ბიოგრაფი ლივინგი, VR holdings, Redco, Astoria. სექტორში არსებულ ძირითად ტენდენციებზე პრეზენტაციას თიბისი კაპიტალმა წარმოადგინა. ღონისძიებას ჯამში 50ზე მეტი დელეგატი ესწრება. როგორია არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ინვესტორების განწყობები საქართველოში ინვესტირებაზე, რა მიმართულებები არის მათთვის საინტერესო და რა შედეგები აქვს კომპანია ინვესტ ჯორჯიას, რომელიც ქვეყნებს შორის საინვესტიციო კავშირების გამყარებას აქტიურად ცდილობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები