თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია შენიშვნებით თბილისის მერიას დაუბრუნა. მერია დოკუმენტს დააკორექტირებს და უკვე შეცვლილ ვერსიას საკრებულოში გადააგზავნის, სადაც 1 თვის ვადაში შესაბამისი დოკუმენტის დამტკიცება მოხდება. 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია მილიარდ 781 მილიონ ლარზე არის დაგეგმილი, რაც გასული წლის დაზუსტებულ ბიუჯეტს 241 მილიონი ლარით ჩამორჩება, ხოლო დამტკიცებულ ვერსიაზე 62 მილიონი ლარით მეტია. საკრებულოში მიაჩნიათ რომ წლევანდელი ბიუჯეტი ტრანსფერების ხარჯზე დაკორექტირდება და 2 მილიარდ 100 მილიონ ლარს მიაღწევს. მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე გასული კვირის მიწურულს საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარესთან ვისაუბრეთ, ამ რანგში ირაკლი ხელაძეს BMG-თან ბოლო ინტერვიუ ჰქონდა, ხელაძემ გუშინ საკრებულოდან პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში გადაინაცვლა.
ირაკლი ხელაძე - თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე;