მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის 4 ქუჩა ელექტროგადამცემი ანძებისგან გათავისუფლდება

5ad59fec1ef9b
მეგი კავთუაშვილი
17.04.18 11:18
1804
ოდიშელიძის, ტაშკენტის, საირმისა და საბურთალოს ქუჩებზე მაღალი ძაბვის გადამცემი ელექტროხაზების მიწისქვეშა განთავსებაზე მუშაობა დაწყებულია. ამის შესახებ, დღეს თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, „თელასთან“ ერთად მიმდინარეობს სამუშაოები და დედაქალაქის რამდენიმე ქუჩა მალე ანძებისგან გათავისუფლდება.

„ჩვენ დღეს გვაქვს ქუჩები, სადაც შუა ქუჩებში გადის მაღალი ელექტროგადამცემი ხაზები, რაც მე მგონია, რომ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, არა მხოლოდ იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, არამედ იქ ავტომობლით გადაადგილებისთვისაც. დაწყებულია მოლაპარაკებები თელასთან, რომ მოხდეს აღნიშნული ელექტროგაამცემი ხაზების მიწაში ჩადება. ამით ჩვენ გამოვათავისუფლებთ ამ ქუჩებზე ძალიან დიდ მოცულობას და შესაძლებელი იქნება, თავისუფლად გადაადგილება. ასევე ეს პროექტი მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.“ - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები