მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით ფრენები გაიდაიდო

5870a1800360e
BM.GE
07.01.17 12:04
1439
ქარბუქის გამო თბილისის აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით ფრენები გაიდაიდო. როგორც „ბიზნესკონტრაქტს“ თბილისის აეროპორტში განუცხადეს, გადადებულია სტამბოლის მიმართულებით 2 რეისი.

ფრენა Turkish Airlines-ს სტამბოლის მიმართულებით 11:45 საათზე უნდა განეხორციელებინა. ასევე გადადებულია საღამოს რეისი, რომელიც 18:10 საათზე უნდა განხორციელებულიყო. ასევე, არ განხორციელდება რეისი სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით, რომელიც აეროპორტში 17:44 საათზე უნდა შესრულებულიყო.

აეროპორტში აცხადებენ, რომ სხვა მიმართულებებით ფრენები ჩვეულ რეჟიმში სრულდება.

თურქული მედიის ცნობით, სტამბოლის ათათურქისა და საბიჰა გიოქჩენის აეროპორტებში კი ქარბუქის გამო მთლილანობაში 395 რეისი გაუქმდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები