მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის აეროპორტში 120-ნომრიანი სასტუმრო აშენდება

5b0ffd083ef71
BM.GE
31.05.18 17:46
975
პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 120 ნომრიანი სასტუმრო აშენდება. ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უძრავი ქონება ელექტრონულ აუქციონზე შპს „ფუჯინ სილქ ფროფერთიმ“ 1 851 000 ლარად იყიდა. შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში ეს უკვე რიგით მეცხრამეტე გაყიდული ობიექტია, სადაც მალე სასტუმრო-ინფრასტრუქტურა მოეწყობა და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა ტურისტულად აქტიურ ზონებში, უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო-კომპლექსები.

პროექტის ფარგლებში უკვე გაყიდულია 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 107 მილიონზე მეტს შეადგენს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები