მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია დასრულდა

57833b8d76fe7
BM.GE
11.07.16 10:20
2067
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განახლებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გახსნის ღონისძიება გაიმართება, რომელსაც საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს სრულად განახლებული და მოდერნიზებული ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, რომელიც ასევე აღჭურვილია მეორე კატეგორიის სანავიგაციო შუქ-ტექნიკით. განხორციელებული სამუშაოები 70 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამიმოსვლო ბილიკებისა და ასაფრენი ზოლის რეაბილიტაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და „ტავ ურბან საქართველოს“ შორის გაფორმებული, განახლებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები